საზღვარგარეთ ქართულ JIMSHER-ზე მოთხოვნა იზრდება

საზღვარგარეთ ქართულ JIMSHER-ზე მოთხოვნა იზრდებაპირველი ქართული ვისკი JIMSHER უცხოურ ბაზრებზე უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, ამის შესახებ Bm.ge-ს ,,ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ასკანელმა განუცხადა, მისივე განმარტებით ახლო მომავალში ვისკის უკრაინაში და რუსეთში გაიტანენ. პროდუქტი უკვე იყიდება ჩინეთში, ტაივანში, პოლონეთში და ყაზახეთში. გასულ წელს კომპანიამ 30 ათასი ბოთლი ვისკი გაყიდა, წელს რეალიზაციის გაათმაგებას გეგმავენ და წარმოებას 300 ათას ბოთლამდე გაზრდიან.

JIMSHER ოთხწლიანი დაძველებით პირველად ერთი წლის წინ ჩამოასხეს, ის ,,ასკანელი ძმების“ დამუძნებლის, ჯიმშერ ასკანელის საავტორო ტექნოლოგიით მზადდება, რომელიც დაპატენტებულია.
– ამ პროექტზე 10 წელია ვმუშაობთ, ვისკის რამდენიმე ჯიშის მარცვლეულის ბლენდიდით ვამზადებთ. მისი ტექნოლოგიის უნიკალურობა იმაშია, რომ პროდუქტს დასაძველებლად მეორად კასრებში ვინახავთ, რომელშიც ქართული ღვინოები – საფერავი, წინანდალი და ქართული ბრენდია დავარგებული, რაც ვისკის განსხვავებულ არომატს და გემოს სძენს. ჩვენმა ვისკიმ აიღო საუკეთესო შეფასება ლონდონში გამართულ მაღალ ალკოჰოლური სასმელების მნიშვნელოვან კონკურსში, სადაც ოქროს და ვერცხლის მედლები მოგვანიჭეს და აღიარეს, რომ ჩვენი დამზადების ტექნოლოგია ,,ახალი სიტყვაა“ ვისკის წარმოებაში და რეკომენდირებულ პროდუქციათა ტოპ ათეულში დაასახელეს. აქ შევიდა ისეთი სასმელებია, როგორიცაა ,,ტიკილა“, ძალიან ცნობილი ფრანგული კონიაკი ,,კურვაზია“, ვისკი ,,დევარდსი“და სხვა…. ჩვენ ამ კატეგორიაში შევედით ,,საფერავის კასრით“ , რაშიც ოქროს მედალი ავიღეთ, დანარჩებმა სახეობებმა ,,ბრენდის კასრმა“ და,, წინანდლის კასრმა“ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს…. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის: საქართველო უკვე ვისკის მწარმოებელ ქვეყანათა შორის დაფიქსირდა, რაც ოფიციალურ საიტებზე დაიწერა, – განუცხადა Bm.ge -ს ჯიმშერ ჩხაიძემ.
კომპანია ,,ასკანელი ძმებიბი“ სამი სახეობის ვისკის აწარმოებს : ,,Saperavi Casks “ , ,,tsinandali Casks” და ,, Georgian Brandy Casks”, რომელთა გასაყიდი ფასიც ადგილობრივ ბაზარზე 40-დან 45 ლარამდეა. ვისკის ფასი სამომავლოდ, მისი დაძველების ასაკის ზრდასთან ერთად მოიმატებს.