საშინელი ავარია ვარკეთილში – 2 მანქანა ერთმანეთს და 2 ქვეითს დაეჯახა – 1 მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

საშინელი ავარია ვარკეთილში - 2 მანქანა ერთმანეთს და 2 ქვეითს დაეჯახა - 1 მამაკაცი ადგილზე დაიღუპავარკეთილში, კახეთის გზატკეცილზე ორ ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა განუცხადა, ახალგაზრდები გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ, როდესაც მეორე ზოლში მყოფმა ავტომობილებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და შეჯახება მოხდა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დარჩა, მეორემ კი შემთხვევის ადგილი მიატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია პირის გარდაცვალება.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ქვეითად გადასასვლელია.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული მული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.