სერხიო აგუერო უიგანის ფანებს ეჩხუბა

სერხიო აგუერო უიგანის ფანებს ეჩხუბაუიგანის და მანჩესტერ სიტის შეხვედრა სენსაციური ანგარიშით დასრულდა და უიგანმა მეტოქე 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა მოედანზე, როდესაც ფეხბურთელებს გულშემატკივრებთან მოუვიდათ ჩხუბი, განსაკუთრებით კი სერხიო აგუერო გამოირჩეოდა, რომელიც რაღაცის გამო ძალიან იყო გაბრაზებული და ეს ყველაფერი კამერებმაც დააფიქსირეს.

ინგლისის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ამ ინციდენტს განიხილავს და შესაძლოა აგუერომ ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც კი მიიღოს. თვითონ ფეხბურთელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.