სირიაში ამერიკელების იერიშებს რუსები შეეწირნენ

სირიაში ამერიკელების იერიშებს რუსები შეეწირნენაშშ-ის იერიშების შედეგად, სირიაში ბაშარ ასადის სამხედრო ძალებთან ერთად მებრძოლი 200-ზე მეტი დაქირავებული სამხედრო დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა რუსები იყვნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთაგან ერთიც ამერიკელი მაღალჩინოსანია, ხოლო ორი – საქმეში ჩახედული რუსი.

წყაროების ცნობით, იერიშების დროს დაშავდა 200-იდან 300 მებრძოლამდე, რომლებიც ასევე დაქირავებულები იყვნენ.

დღეს BBC-მ რამდენიმე უცხოურ გამოცემაზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-მა სამხედრო იერიშის შესახებ რუსეთი გააფრთხილა, თუმცა ოფიციალურმა კრემლმა დამალა სამხედროების არსებობა. მოსკოვი ასევე არ აკეთებს კომენტარს – არც უარყოფს და არც ადასტურებს სირიაში რუსეთის მოქალაქეების დაღუპვაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

ამის პარალელურად კი უცხოური მედიისთვის იმ რამდენიმე რუსი სამხედროს სახელი და გვარი გახდა ცნობილი, რომლებიც აშშ-ის იერიშებს შეეწირნენ.

და მაინც, საიდან გავრცელდა ინფორმაცია რუსი სამხედროების გარდაცვალების შესახებ? – BBC-ის ინფორმაციით, ამის პირველწყარო CBS-ია, რომელსაც რუსი სამხედროების დაღუპვაზე ცნობა პენტაგონმა მიაწოდა.

იმედინიუსი