უსმან დემბელეს ამჯერად გასტრიტი აწუხებს

უსმან დემბელეს ამჯერად გასტრიტი აწუხებსბარსელონას ფრანგმა ფეხბურთელმა უსმან დემბელემ გუნდის ვარჯიში გამოტოვა და ამის მიზეზი გასტრიტია, რომელიც დემბელეს რამდენიმე დღეა აწუხებს. ბარსელონაში გადასვლის შემდეგ დემბელეს მუდმივად რაღაც აწუხებს და ბარსელონას გულშემატკივარი ამ ფაქტის გამო უკმაყოფილოა.

უსმანმა ტრავმების გამო სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა და ჯერჯერობით მან ბარსელომას შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე თამაშის ჩატარება მოახერხა და მის ანგარიშზე არცერთი გატანილი გოლი არ არის.

დემბელეს ტრანსფერში ბარსელონამ 120 მილიონი ევრო გადაიხადა.