უსმან დემბელე ჩელსისთან შეხვედრისთვის მზად იქნება

უსმან დემბელე ჩელსისთან შეხვედრისთვის მზად იქნებაუსმან დემბელე ორ კვირაში მზად იქნება სათამაშოდ. ამის შესახებ განცხადება ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

ვალვერდეს თქმით დემბელეს სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს და მალე მას მოედანზე ვიხილავთ.

ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა წლევანდელ სეზონში ტრავმა უკვე მეორედ მიიღო და მან მხოლოდ რამდენიმეჯერ ითამაშა ბარსელონას შემადგენლობაში. ჩელსისთან შეხვედრა ლონდონში, 20 თებერვალს გაიმართება.