ფოთში ავარიას 33 წლის ქალი ემსხვერლა

ფოთში ავარიას 33 წლის ქალი ემსხვერლაფოთში კლდიაშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, 33 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “პირველს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების დარღვევით ექსპლუატაციას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.