ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე, ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა

ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე, ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლაფოთში, დუმბაძის ქუჩაზე ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია.

„სახანძრო სამაშველო ბრიგადები ადგილზე იყვნენ სამ წუთში და 8 წუთში ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო. მათ 72 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – აღნიშნეს სააგენტოში.

სახლში ამ დროს კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელსაც ექიმებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ამ დროისთვის, უცნობია.

პირველი