”ქართულ ოცნებაში” განხეთქილება გრძელდება – მარტვილის მერი ოთარ დანელიას განცხადებამ გააოგნა

”ქართულ ოცნებაში” განხეთქილება გრძელდება - მარტვილის მერი ოთარ დანელიას განცხადებამ გააოგნამარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა აცხადებს, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით გაოგნებულია. მისი თქმით, მარტვილში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ მწიფდება.
– გაოგნებული ვარ ოთარ დანელიას განცხადებით. დღის განმავლობაში ბევრი დამიკავშირდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ნამდვილად ვერ გეტყვით, რის საფუძველზე გააკეთა მან ეს განცხადება. ვერაფერს ვიტყვი, უმჯობესია მას ჰკითხოთ, – განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება. მისივე თქმით, ამ პროცესების ესკალაციას „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ხელს უწყობს.

ინტერპრესნიუსი