ყოფილი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა

ყოფილი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალაპარლამენტის ყოფილი წევრი, ორი მოწვევის დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა.

ყოფილი დეპუტატი 64 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა, ის 1992-1996 წლებისა და 2012-2016 წლების მოწვევის დეპუტატია.

ფრიდონ საყვარელიძე იყო „ქრისტიანული განათლების ფონდის” დირექტორი. ასევე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი”. წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ „სოლიდარობაში“ ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების და დემოკრატიის საკითხებზე.

სხვადასხვა დროს მისი რედაქტორობით გამოიცა: „შენიშვნები ადამიანის უფლებებისა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ“, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლები“, „ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“, „ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო წამების წინააღმდეგ“.

არის ავტორი წიგნისა „მადამ გილიოტინას საყვარლები“, თანაავტორი წიგნებისა — „საქართველოს კონსტიტუცია (შინაარსისა და საფუძვლების მიმოხილვა)“, „ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა“, „დემოკრატია და ქართული კულტურა“.

ოთარ ზოიძესთან ერთად ქართულ ენაზე თარგმნა მეოცე საუკუნის ღვთისმეტყველის, პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის წიგნები: „მართლმადიდებლობის ისტორიული გზა“, „ცოცხალი რწმენის შესახებ“, „ევქარისტია“, „ღვთისმსახურება და ღვთისმეტყველება“.

პირველი