შავ ზღვაში მეორე ამერიკული სამხედრო გემი შევიდა

შავ ზღვაში მეორე ამერიკული სამხედრო გემი შევიდააშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ხომალდი USS Carney (DDG 64) შავ ზღვაში იმყოფება. იგი შეუერთდა მეორე გემს – USS Ross (DDG 71)-ს, რომელიც შავ ზღვაში 17 თებერვლიდან იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

Carney და Ross შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობენ.

ვიცეადმირალ ქრისტოფერ გრედის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მობილური გემები აშშ-ის ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავენ.

იმედინიუსი