შსს: დოდო გუგეშაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

შსს: დოდო გუგეშაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობსშინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი დაინტერესდნენ იმ ინფორმაციებით, რომლებიც სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით.

ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ დოდო გუგეშაშვილის დაკითხვის შემდეგ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდა და ახალი დეტალების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მას შემდეგ მიეწოდება, როდესაც მათი გავრცელების გადაწყვეტილებას სამინისტრო მიიღებს.

დოდო გუგეშაშვილმა თავდასხმის დეტალები tvpirvel-თან გაიხსენა. თადარიგის პოლკოვნიკმა თქვა, რომ მკვლელი მას რამდენიმე თვის წინ, როგორც ვეტერანი გაეცნო და დახმარება სთხოვა.

“მთხოვა დახმარება რაღაც პატარა საქმეზე; მის ახლობელს კიევში მაღაზიაში უნდა შეეძინა ქარვის ნაკეთობა. ვინაიდან უკრაინაში ომია და მე იქ მყავს ნაცნობები, მთხოვა, დავხმარებოდი, რომ ის პიროვნება აეროპორტიდან მაღაზიამდე უსაფრთხოდ მისულიყო.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მკვლელი დაჭრა, არ არის სიმართლე.

გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).