ხანძარი ვაკის ეკლესიასთან – საერთო საცხოვრებელში დამწვარია 70 კვ. მ

ხანძარი ვაკის ეკლესიასთან - საერთო საცხოვრებელში დამწვარია 70 კვ. მთბილისში, ჭავჭავაძის #37-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებლის მხოლოდ ერთ სართულს მოედო.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, საერთო საცხოვრებლის შენობა ხის კონსტრუქცისგანაა აშენებული და ამიტომ ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დროულად განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 70 კვადარატული მეტრის ფართობი. ადგილზე 8 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.