ხოსეპ გვარდიოლამ კევინ დე ბრუინე შეაქო

ხოსეპ გვარდიოლამ კევინ დე ბრუინე შეაქომანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელზე კევინ დე ბრუინეზე ისაუბრა და თქვა რომ კევინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია:

”მე მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ და შემიძლია თამამად ვთქვა რომ დე ბრუინე ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა მომავალში ოქროს ბურთიც მოიგოს”–განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

წლევანდელ სეზონში კევინ დე ბრუინეს პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული.