18 თებერვლიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

18 თებერვლიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებსდღეს, 17 თებერვალს, საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და აცივდება.

18 თებერვლის  დილის 8 საათიდან 19 თებერვლის 13:00 საათამდე, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.

განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსა და სანაპირო ზოლში იქნება წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 3 ბალი ღელვა.