ანდრია გველესიანმა მაიკო ვაწაძეზე იქორწინა

ანდრია გველესიანმა მაიკო ვაწაძეზე იქორწინამსახიობმა და მომღერალმა ანდრია გველესიანმა თავის რჩეულზე – მსახიობ მაიკო ვაწაძეზე იქორწინა.
წყვილი 4 წელია ხვდება ერთმანეთს. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს – ჯგუფელები იყვნენ.
ერთად ითამაშეს სპექტაკლში “მუნჯი ახმედი და ზღვა”, რომელშიც შეყვარებულებს განასახიერებდნენ და აქედან დაიწყო მათი სასიყვარულო ამბავიც.

შემდეგ კიდევ მოუწიათ პარტნიორობა სცენაზე, ცოტა ხნის წინ კი ანდრიამ მაიკო თავის კლიპშიც გადაიღო – “ჩემო გოგონა”.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოდან ირკვევა, წყვილი ქორწილში განსაკუთრებულად ლამაზი იყო.

ქორწილი რესტორან “თავადურში” გადაიხადეს. მას ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრო, მღეროდნენ დათო არჩვაძე, ჯემალ სეფიაშვილი და სხვები. წყვილმა კი “ქართული” იცეკვა.

ანდრიას ქორწილში ჩოხა ეცვა, მის რჩეულს კი ულამაზესი, ზურგზე ამოჭრილი საპატარძლო კაბა, გრძელ შლეიფით და მშვენიერი დიადემით.

ცნობისთვის, ანდრიას მშობლები ასევე ხელოვანები არიან. დედა – თეა დემურიშვილი, ცნობილი მომღერალია, საზღვარგარეთ ძირითადად ორ ქალაქში ცხოვრობს – მილანსა და მადრიდში. შვილის ქორწილს, რასაკვირველია, დაესწრო და უმღერა კიდეც წყვილს და სტუმრებს.
მამა, დათო გველესიანი ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტია.

მშობლები.გე