ბრიტანელმა ცოლ-ქმარმა Google-ს 2,1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი მოუგო

ბრიტანელმა ცოლ-ქმარმა, ადამ და შივონ რაფებმა შეძლეს სასამართლოში დაედასტურებინათ, რომ Google-ი განზრახ არ აჩენდა თავის საძიებო სისტემაში მათ ვებგვერდს. სასამართლომ დაადგინა, რომ კორპორაცია ბოროტად იყენებდა თავის დომინანტურ მდგომარეობას არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის და მას რაფების სასარგებლოდ 2,1 მილიარდი ფუნტი სტერლინგის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Wired-ი ავრცელებს.

ცოლ-ქმარმა ვებგვერდი Foundem-ი 2005 წელს შექმნეს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტებზე ფასების შედარება შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ გვერდი პოპულარული იყო, Google-ის საძიებო ნუსხაში უფრო და უფრო ქვევით იწევდა. ცოლ-ქმარმა პირდაპირ კორპორაციას მოსთხოვა ახსნა-განმარტება, მაგრამ პასუხი მაინც ვერ მიიღეს. მერე კი იეჭვეს, რომ მათი ვებგვერდის სახით Google-ი კონკურენტს ხედავდა თავისი ერთ-ერთი სერვისისთვის.

წყვილმა საჩივარი ბრიუსელში ევროკომისიაში გაგზავნა. განხილვა 5 წელი გრძელდებოდა. 2015 წელს კორპორაციას ოფიციალურად წარუდგინეს ბრალდება. ახლა კი კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა, რომლის თანახმადაც მას მოსარჩელესთვის დიდძალი თანხის გადახდა დაეკისრა.

იმედინიუსი

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018