დავით მუხიგული: დოდო გუგეშაშვილს საუბარი შეუძლია, ძირითადად შვილს კითხულობს

დავით მუხიგული: დოდო გუგეშაშვილს საუბარი შეუძლია, ძირითადად შვილს კითხულობს– დოდო გუგეშაშვილი დღეს და ხვალაც, შესაძლოა, რეანიმაციაში დატოვონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუგეშაშვილს საუბარი შეუძლია, თუმცა მისი დაკითხვა ამ დრომდე არ მომხდარა.
– დღეს და სავარაუდოდ ხვალაც, აპირებენ რეანიმაციაში დატოვებას. გონზე არის, მაგრამ არ უნდათ, რომ გააგებინონ შვილის ამბავი. არ გვაქვს ინფორმაცია, როდის მოხდება დაკითხვა. საუბარი შეუძლია, ძირითადად შვილს კითხულობს, – განაცხადა მუხიგულმა.