დეკანოზი გიორგი მამალაძე: პროკურორები არ დამიწყევლია, ეს იყო კრულვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე: პროკურორები არ დამიწყევლია, ეს იყო კრულვა ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პროკურორები მასზე ზეწოლას ახდენდნენ.
„ტვ პირველი“ დახურული სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც დეკანოზის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებაა. მამა გიორგი აცხადებს, რომ პროკურორები მასზე ზეწოლას ახდნენდნენ, ეღიარებინა, რომ პატრიარქის მკვლელობის მომზადება მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის მონაწილეობით, სანაცვლოდ კი გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.

– პატივცემულო მოსამართლენო. ამ ერთი წლის მანძილზე ჩემზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა. რომელთა ნაწილს მაგალითად მოგიყვანთ. აეროპორტიდან გადაცებიდან დაიწყო მთავარი პროკურორის მოადგილის ვასაძის და პროკურორების მხრიდან ზეწოლა.

ჩემგან ითხოვდნენ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის მონაწილეობით. სანაცვლოდ გათავისუფლებას მპირდებოდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების დროს პროკურორი წიკლაური საზოგადოებას არწმუნებდა თითქოს კითხვებს არ ვპასუხობდი და თითქოს ისინი დავწყევლე. რეალურად კი ვიდეოკამერის გათიშვის შემდგომ, რომელსაც ადვოკატებიც ესწრებოდნენ მათი კითხვები საპატრიარქოს შიდა სამზარეულოს შეეხებოდა. რა ეწერა პატრიარქის ანდერძში და ა.შ. რაც შეეხება წყევლას მე ისინი არ დამიწყევლია, ეს იყო კრულვა. კრულვა ძველი სიტყვაა და თანამედროვე ქართულით ფიცს ნიშნავს, – განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

ipress.ge