კიევიდან თბილისში მომავალ თვითმფრინავს სამუხრუჭე სისტემა გაეთიშა და თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

კიევიდან თბილისში მომავალ თვითმფრინავს სამუხრუჭე სისტემა გაეთიშა და თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვაკიევიდან თბილისში მომავალი „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა მას შემდეგ, რაც ავიალაინერმა, ტექნიკური, სავარაუდოდ, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო, თბილისის გარშემო არაერთი არაგეგმიური ფრენა განახორციელა.

აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

დაახლოებით, ნახევარი საათის დაგვიანებით, ავარიულად დაშვების მიუხედავად, ეკიპაჟის და ყველა მგზავრის მდგომარეობა სტაბილურია და არც თვითმფრინავი დაზიანებულა.

დაშვებისას სამუხრუჭე ფრთები არ გაშლილა.

აეროპორტში დაშვებამდე მფრინავმა და რეისის ეკიპაჟმა მგზავრებს საინფორმაციო ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ავარიულად დაშვების დროს.