„კონვენტ ჯორჯიამ“ ბათუმის მერიისგან 1.643.785 ლარი მიიღო და გაუჩინარდა – უწყებამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა

„კონვენტ ჯორჯიამ“ ბათუმის მერიისგან 1.643.785 ლარი მიიღო და გაუჩინარდა - უწყებამ ტენდერი მეორედ გამოაცხადამას შემდეგ, რაც „იაფი სახლის“ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, „კონვენტ ჯორჯიამ“ ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ბათუმის მერიისგან 1.643.785 ლარი მიიღო და გაუჩინარდა, უწყებამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ „კონვენტ ჯორჯიამ“ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მერია ამ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ხელახალი ტენდერის მიხედვით, სამუშაოებში მერია მაქსიმუმ 2.478.444 ლარს გადაიხდის, რაც წინა ტენდერთან შედარებით 444 ლარით მეტია.

ტენდერის მიხედვით ორი კორპუსი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 დღის განმავლობაში უნდა აშენდეს. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 10 მარტს დაიწყება და ხუთ დღეში დასრულდება.

ბათუმის მერიამ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის 11 იანვარსაც გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 478 ათასი ლარი იყო. ეს ტენდერი არ შედგა.

იმედინიუსი