მარსელომ ტრავმა მიიღო

მარსელომ ტრავმა მიიღომადრიდის რეალის ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ ბეტისთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო და მას მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია. მარსელო მეტოქე გუნდის ფეხბურთელს უხერხულად დაეჯახა და ამის შემდეგ მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრავმა და უახლოეს დღეებში მარსელოს გამოკვლევები ჩაუტარდება. არ არის გამორიცხული რომ მარსელომ პსჟ-სთან განმეორებითი შეხვედრა გამოტოვოს, რომელიც პარიზში 6 მარტს გაიმართება.