მე-3 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი გამვლელებმა დაიჭირეს – ვიდეო

მე-3 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი გამვლელებმა დაიჭირეს - ვიდეოინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში მოქალაქეები მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ.

ბავშვი ფანჯრის რაფაზე იჯდა და ნელნელა ქვემოთ ვარდებოდა. ვიდეოზე ჩანს, რომ ერთ-ერთმა კაცმა სარეცხის საფენზე გადაკიდებული ნაჭერი აიღო და გაშალა, რათა გადმოვარდის შემთხვევაში ბავშვი მიწაზე არ დაცემულიყო.

ვიდეოს ბოლოს ჩანს, რომ მეორე ოთახიდან ბავშვს ფანჯარაზე ზრდასრული შეამჩნევს და მის დასაკავებლად გაიქცევა, თუმცა მცირეწლოვანი მაინც ჩამოვარდება.

გავრცელებული ინფორმაციით ბავშვი ჯანმრთელად არის.

იმედინიუსი