“მიხაილოვის საავადმყოფო” იწვის – ხანძარს 12 ბრიგადა აქრობს

"მიხაილოვის საავადმყოფო" იწვის - ხანძარს 12 ბრიგადა აქრობსაღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ შენობაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.