ბიზნესმედიის ცნობით, ფიზიკური პირების სესხები კომერციული ბანკების მიმართ 2018 წლის, პირველი იანვრის მდგომარეობით 19.7 მილიარდ ლარს შეადგენს. რაც გასულ წელთან შედარებით 1,4 მილიარდით, ხოლო 2016 წელთან – 6,4 მილიარდით არის გაზრდილი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დოლარში გაცემული სესხების მოცულობა წინა წელთან შედარებით, 176 მილიონი დოლარით შემცირდა და 5,1 მილარდი შეადგინა. სამაგიეროდ 2 მილიარდით გაიზარდა ლარში გაცემული სესხების მოცულობა და 6.480 მილიონი ლარი შეადგინა.
გაზრდილია დოლარში გაცემული სესხები იურიდიულ პირებზე და 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 7 308 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს 6 845 მილიონი იყო. გაზრდილია ლარში გაცემული სესხიც და 2018 წლის მდგომარეობით 2 520 მილიონია, რაც 500 მილიონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.