პუტინი ავად გახდა

პუტინი ავად გახდარუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ავადაა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმაც დაადასტურა, თუმცა მისი განცხადებით პრეზიდენტის ავადმყოფობა მის სამუშაო გრაფიკზე არ აისახება.

– გაცივდა, თუმცა განაგრძობს მუშაობას, – განაცხადა პესკოვმა.

ორშაბათს ერთ-ერთ შეხვედრაზე პუტინმა დამსწრეებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ხმამაღლა ლაპარაკი არ შეეძლო.