რუსთავში 40 წლამდე კაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში 40 წლამდე კაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვესგავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში, XII მიკრო რაიონში 40 წლამდე კაცი ბინაში გარდაცვლილი ახლობლებმა იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.