სააკაშვილი რესტორან ”სულგუნში” დააკავეს

სააკაშვილი რესტორან ”სულგუნში” დააკავესრესტორან „სულგუნის“ ოფიციანტი, მიხეილ სააკაშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს.

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ფაქტობრივად, დაახლოებით 2 წუთში. დაახლოებით 25 ადამიანი შემოვარდა, რესტორნის შესასვლელთან მდგარი დაცვა ძირს დააწვინეს, ნაწილი ზევით ავიდა, მეორე სართულზე სადაც მიხეილ სააკაშვილი იჯდა. პირდაპირ მისკენ გაემართნენ. აიყვანეს და უკანა გასასვლელიდან გაიყვანეს. მეტი არავინ დაუკავებიათ. ამ დროს რესტორანში სხვებიც იყნენ, ყველას ძალიან შეეშინდა“ – განაცხადა ოფიციანტმა.

შეგახსენებთ, სააკაშვილი კიევში, რესტორან “სულგუნში” უცნობმა , ნიღბიანმა პირებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის დასაკავებლად სამი თეთრი ავტომობილი იყო მისული.