სააკაშვილი სპეცრაზმმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა – დავით საყვარელიძე დაკავების დეტალებზე

სააკაშვილი სპეცრაზმმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა - დავით საყვარელიძე დაკავების დეტალებზეუკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაკავების დეტალებზე კომენტარს მისი თანაგუნდელი დავით საყვარელიძე აკეთებს:

„რესტორანში შემოვარდა სპეცრაზმი, ყველა იატაკზე დაყარეს. სააკაშვილს იარაღი მიუშვირეს და ასე წაიყვნეს ავრტომანქანისკენ, ისინი გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. ბოლოს ის ავრტომანქანა ვლადიმირსკის ქუჩაზე ნახეს.“- განაცხადა დავით საყვარელიძემ უკრაინულ მედიასთან.