სამუელ უმტიტი ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

სამუელ უმტიტი ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებსბარსელონას ფრანგი ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი უახლოეს მომავალში გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. უმტიტის შეძენა ბევრ კლუბს სურს და ამის გამო ბარსელონამ მიიღო ზომები რომ სამუელი სხვა გუნდში არ გადავიდეს.

უმტიტის ძალიან კარგი სეზონი აქვს და ის ბარსელონას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება. უმტიტის ასევე ხშირად იძახებენ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც.

ბარსელონაში გადასვლამდე უმტიტი ლიონის ღირსებას იცავდა და ამ გუნდშიც გამორჩეული ფეხბურთელი იყო.