საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხასაქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ქუთაისში, “აია არენაზე” რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 47:0 დაამარცხა. ქართველებმა ჯამში მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გერმანიასთან 17 თებერვალს, საქართველოს დროით 17:30 საათზე გამართავენ.