“სელფი” ფსიქიური აშლილობის ნიშნად აღიარეს

"სელფი" ფსიქიური აშლილობის ნიშნად აღიარესამერიკელმა ფსიქიატრებმა საკუთარი თავისთვის ფოტოების გადაღების (იგივგე სელფის) დაუოკებელი სწრაფვა ფსიქიურ აშლილობად აღიარეს.
ანუ ის ადამიანები, ვისაც მობილური ტელეფონით საკუთარი ფოტოების გადაღება მანიად ექცათ, ფსიქიატრებთან უნდა მკურნალობდნენ. ამ დასკვნამდე მივიდა ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაცია, რომლის შესახებაც Adobo Chronicles წერს.
გამოცემის ცნობით, ასოციაციამ ახალ დაავადებას „სელფისი“ უწოდა. მისი სიმპტომია გამუდმებული სურვილი გადაიღოს და გამოაქვეყნოს საკუთარი ფოტოები სოციალურ ქსელში და ამით საკუთარი თავის პატივისცემა მოიპოვოს.
ამ აშლილობას 3 სტადია აქვს.
პირველი: ეპიზოდური, როცა ადამიანი დღეში 3-ჯერ უღებს თავს ფოტოს, მაგრამ ყველას არ აქვეყნებს.
მეორე: მწვავე – ფოტოს იღებს მინიმუმ დღეში 3-ჯერ და მათი გამოქვეყნებით „ატკბობს“ მეგობრებს.
მესამე: ქრონიკული – საკუთარი თავისთვის ფოტოს გადაღების სურვილი კონტროლს აღარ ექვემდებარება და პაციენტი იქამდე მიჰყავს, რომ დღეში 6-ჯერ ან მეტჯერ იღებს და აქვეყნებს ფოტოს.
ფსიქიატრები აღნიშნავენ, რომ სელფისის სამკურნალო მედიკამენტები არ არსებობს.

ყველაზე ეფექტური გამოსავალი, რა თქმა უნდა, ტელეფონის განადგურებაა, თუმცა ეს რეცეპტი, როგორც წესი, დაგვიანებულია ხოლმე.
სელფის მანიამ არამარტო სხვადასხვა ასაკისა და გეოგრაფიული მდებარეობის, არამეც ყველა სახის სოციალური სტატუსისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის ადამიანი მოიცვა სტუდენტით დაწყებული პრეზიდენტებით დამთავრებული, მათ შორის ჰოლივუდის ვარკვლავები და პენსიონრები.
ერთგვარ ეპიდემიადაა ქცეული ტუალეტში გადაღებული სელფები, რომლითაც

ძირითადად, ქალბატონები არიან გატაცებულნი, განსაკუთრებით 20-25 წლის ასაკში.
უფროდაუფრო პოპულარული ხდება ცხოველების სელფები. ინტერნეტი სავსეა ფისოებით, ცუგებით, მაიმუნებითა და ხვლიკებითაც კი. რაც მთავარია, ამ გატაცებას ჯერ კიდევ არ ამოუწურავს თავისი თავი. ხალხის ფანტაზიას ხომ ზღვარი არ აქვს, გამორჩეულობისა და ორიგინალობის სურვილი კი ყოველთვის დიდია. ამიტომ მსოფლიოს ჯერ კიდევ წინ აქვს სელფების ახალ-ახალი ჟნრების გაცნობის შანსი. ფსიქიატრიაში კი ახალი პროფილის მედიკოსებს წინ დიდი შრომა ელით.

მშობლები.გე