Temptations-ის ყოფილი სოლისტი დენის ედვარდსი გარდაიცვალა – ვიდეო

Temptations-ის ყოფილი სოლისტი დენის ედვარდსი გარდაიცვალა - ვიდეოამერიკული მუსიკალური ჯგუფ The Temptations- ის ყოფილი სოლისტი დენის ედვარდსი აშშ-ში 74 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ინფორმაციას პორტალი TMZ ავრცელებს.

ედვარდმა ჯგუფში 1968 წელს ვოკალისტი დევიდ რაფინი შეცვალა. მისი სოლისტობის დროს The Temptations-მა ჩაწერა კომპოზიცია Papa was a Rollin’ Stone, რომელიც “როკ-ენ-როლის შემქმნელ 500 სიმღერაში“ შევიდა.

მან შეასრულა ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა Cloud Nine, Ball of Confusion და I Can’t Get Next to You.

იმედინიუსი