ზიდანმა კრიშტიანო რონალდუ დაიცვა

ზიდანმა კრიშტიანო რონალდუ დაიცვაზინედინ ზიდანმა კრიშტიანო რონალდუს მცირე ჩავარდნაზე ისაუბრა და თქვა რომ რონალდუ მალე ისევ ჩვეულ ფორმაში ჩადგება და გულშემატკივარი ძველ კრიშტიანოს იხილავს:

”ყველა ფეხბურთელს შეიძლება ჰქონდეს მცირე ჩავარდნა და ამ მხრივ რონალდო გამონაკლისი არ არის. ის ისევ ძალიან მოტივირებულია და სულ მალე ჩვენ ძველ კრიშტიანოს ვიხილავთ. მე მის შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შემიტანია”– განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

რამდენიმე დღის წინ რონალდუ 33 წლის გახდა და ბევრი ფიქრობს რომ ის ისეთი აღარ არის როგორც ადრე.