ამერიკელმა ქალმა $493 ერთცენტიანებით გადაიხადა – 49.000-ზე მეტ მონეტას 3 საათი ითვლიდნენ – ვიდეო

აშშ-ში, ფლორიდელმა ქალმა, დანა მაკქულმა წყალმომარაგების მაღალი ტარიფის გასაპროტესტებლად, წყლის კომპანიაში $493-იანი დავალიანება ერთცენტიანებით გადაიხადა.

კომპანიის თანამშრომლები 49.000-ზე მეტ მონეტას 3 საათის განმავლობაში ითვლიდნენ, აბონენტი კი ამას Facebook-ს პირდაპირ ეთერში იღებდა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

კომპანიამ ქალს წყალმომარაგების მომსახურების მისაღებად $1 000 დოლარის გადახდა დააკისრა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ მის სახლში მილი იყო დაზიანებული და წყალი არამიზნობრივად იხარჯებოდა.

ფლორიდელი ქალი ამბობს, რომ ეს მისი მხრიდან მშვიდობიანი აქცია იყო იმის გასაპროტესტებლად, რომ ადამიანებს გადასახადების სახით დიდი თანხის გადახდა უწევთ.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018