ბათუმელი ბიჭი ყოფილი მხედრიონელის სახლში ზუგდიდში სასტიკად ცემეს – როგორ დაიწყო სისხლიანი კონფლიქტი

“ნიუპოსტმა” ზუგდიდში მომხდარი კრიმინალური გარჩევის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო. როგორც კონფიდენციალური წყარო ყვება, სისხლიან გარჩევას, რომელიც სამი პირის დაჭრით დასრულდა, წინ ქურდული გარჩევა უძღოდა.

რესპონდენტი, რომელიც ვინაობის გამხელას ერიდება, აღნიშნავს, რომ კონფლიქტი გუშინ, გვიან ღამით, ყოფილი მხედრიონელის სახლში დაიწყო, როცა ბათუმიდან ჩამოსული ბიჭი ადგილობრივებმა სასტიკად სცემეს.

დღეს კი ქურდული გარჩევა ჭითაწყარში გაიმართა.

დაჭრილი პირების ახლობლები “ნიუპოსტს” უყვებიან, რომ დაშავებულებს ცივი იარაღით და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა, დანარჩენ ორს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ.

რაც შეეხება ჭითაწყარში დღეს საღამოს განვითარებულ მოვლენებს, არსებული ინფორმაციით, ბათუმელმა ახალგაზრდამ, რომელმაც პირველად გახსნა ცეცხლი, მიმალვა შეძლო. დაჭრილია პირი, რომელიც გარჩევაზე გუშინ ნაცემ მამაკაცს ბათუმიდან ზუგდიდში გამოჰყვა.

– როგორც ვიცი, “რაზბორკა” იყო, კანონიერი ქურდიც ჩართული იყო ტელეფონით და გუშინ ბათუმელი ბიჭის ცემის მიზეზებს განიხილავდნენ, ამ დროს აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა და გარჩევის მონაწილეთა მისამართით გაისროლა, რასაც საპასუხო გასროლა მოჰყვა, მან გაქცევა მოასწრო, რაც შეეხება მის მეგობარს, ის ცივი იარღით არის დაჭრილი, – განაცხადა “ნიუპოსტის” წყარომ.

მისი თქმით, საქმეში 5-მდე ცეცხსასროლი იარაღი ფიგურირებს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018