ბერეზოვსკის ყოფილი პარტნიორი ნიკოლაი გლუშკოვი გარდაცვლილი იპოვეს

„აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალების ფაქტი მისმა ადვოკატმა ანდრეი ბოროვკოვმა „რია ნოვოსტის“ დაუდასტურა.
გლუშკოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც რუსეთში დაუსწრებლად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი დატაცების ბრალდებით, „ფეისბუქში“, გაზეთ „ვედომოსტის“ მფლობელმა დემიან კუდრიავცევმა გაავრცელა.
„მისი გარდაცვალების ფაქტი დამიდასტურეს, მაგრამ მიზეზი არ ვიცი. არც ის ვიცი, სად დაკრძალავენ“, – აღნიშნა ადვოკატმა.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ 2017 წლის მარტში გლუშკოვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „აეროფლოტიდან“ 122 მილიონი დოლარის დატაცების საქმეზე. გამოძიების ცნობით, 90-იან წლებში ბორის ბერეზოვსკიმ „აეროფლოტის“ ხელმძღვანელობაში ფაქტობრივად, საკუთარი ლობი შექმნა, სადაც მის კონტროლქვეშ არსებული სტრუქტურებიდან ადამიანები ჩანერგა. მათ შორის იყვნენ „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გლუშკოვი, გენდირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში ალექსანდრ კრასნენკერი და სხვები. მათი დახმარებით მიღებული იყო რიგი გადაწყვეტილებებისა სახსრების განთავსებისა და კრედიტების აღებაზე შვეიცარიის ფირმებისგან, რომლებიც ბერეზოვსკისა და გლუშკოვს ექვემდებარებოდნენ, რის შედეგადაც, გაიტაცეს 200 მილიონი რუბლი.
1999 წელს რუსეთის გენპროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „აეროფლოტის“ ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. ბრალი წარედგინა როგორც ბორის ბერეზოვსკის, ისე გლუშკოვსა და კრასნენკერს. თუმცა, მალევე ბერეზოვსკის ბრალდება მოეხსნა, ხოლო ტოპ-მენეჯერებს პირობითი სასჯელები მიესაჯათ.
2010 წელს გლუშკოვმა პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში მიიღო.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018