ბერლინში თურქულ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ბერლინში, რაინიკენდორფის რაიონში მდებარე თურქულ მეჩეთს, სამმა დაუდგენელმა ახალგაზრდამ შაბათს ღამით ცეცხლი წაუკიდა.

ბოროტმოქმედებმა მეჩეთის ფანჯარა ჩაამტვრიეს და შენობის შიგნით ცეცხლი გააჩინეს.

თვითმხილველებმა დანაშაულის აღსაკვეთად პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველებმა ახალგაზრდების დაკავება ვერ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე მოსულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა, მეჩეთის ერთ-ერთი სათავსო მთლიანად დაიწვა.

პოლიცია თვლის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულია, რადგან გერმანიაში თურქულ მეჩეთებზე თავდასხმა გასული კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018