ბერლინში საუნის ვიზიტორებს შიშვლად სიარული აუკრძალეს

ბერლინის ერთ-ერთმა მთავარმა სპაცენტრმა Vabali Spa სტუმრებს საუნის და აუზის გარეთ ხალათების ჩაცმა მოსთხოვა, რამაც ბევრი გერმანელის უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ეს სტუმრების, ძირითადად კი ბრიტანელების, ამერიკელების და იტალიელების მრავალრიცხოვან საჩივარს უკავშირდება.

ამრიგად, ამიერიდან ამ სპაცენტრში ტანსაცმლის გარეშე ყოფნა მხოლოდ საუნასა და აუზზეა დაშებული.

რიგითი მოქალაქეების უკმაყოფილებას მხარდაჭერა გამოუცხადა ბუნდესტაგის რამდენიმე დეპუტატმაც. მაგალითად, მემარცხენე პარტიის წარმომადგენლის გრეგორ გიზის განცხადებით “ბერლინური ტრადიციები უცხოელების სასარგებლოდ არ უნდა დაარღვიონ”.

გერმანული ნუდისტური მოძრაობა “თავისუფალი სხეულის კულტურა” XIX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. ნაცისტური გერმანიის დროს ის აიკრძალა. 1950-იანი წლებიდან კი ის კვლავ პოპულარული გახდა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018