გვარამია: დეკანოზს სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, სადაც სააკაშვილიც ფიგურირებდა

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სთხოვდნენ თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი დაესახელებინა.  ამის შესახებ გვარამიამ გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა.

მისი თქმით, დეკანოზს ასევე სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც ფიგურირებდა სააკაშვილიც.

„მას ორი რამ მოსთხოვეს. პირველი, მას უნდა დაესახელებინა თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი და მეორე,  მას უნდა ეთქვა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. სახელმწიფო გადატრიალებაში ის იქნებოდა საეკლესიო კომპონენტის უზრუნველმყოფელი და პატრიარქს მოიშორებდნენ და ის ჯგუფი მოვიდოდა ეკლესიის სათავეში, რომელიც საჭირო იყო. და მეორე, პოლიტიკური კომპონენტი, ეს უკვე ყბადაღებული თემა ამ ქვეყანაში, მერამდენე საქმე აღიძრა, იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი. როგორი არის მათ შორის კავშირები, ვიცით. ის მოღვაწეობდა უკრაინაში რამდენიმე ხნის განმავლობაში, დეკანოზი მამალაძე და იქიდან წამოვიდა იმის გამო, რომ  ეკონომიკური პრობლემები იყო და მრევლმა, უბრალოდ, ვერ შეინახა. ამ თვალსაზრისით უნდოდათ, რომ დაენახათ კავშირი და გამოიყენებდნენ მას საამისოდ,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ მას მამა გიორგიმ გაახსენა პრემიერის განცხადება, რომელმაც ამ საქმეზე თქვა, რომ ქვეყანაში წესრიგის შეცვლის აღკვეთა მოახდინეს.

ნიკა გვარამიას თქმით, “რუსთავი ორიც” იქნებოდა ფიგურანტი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, მამა გიორგის სთხოვდნენ, ეთქვა, თითქოს, გერმანიაში ჩავიდა მასთან შესახვედრად მიხეილ სააკაშვილი და მიმდინარეობდა მოლაპარაკება.

13 მარტს ნიკა გვარამია ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018