“დიანა ბერიძეს ოპერაცია მთვრალმა ქირურგმა სიბნელესა და მტვერში გაუკეთა” – მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექიმის კოლეგამ ჩვენება მისცა

"დიანა ბერიძეს ოპერაცია მთვრალმა ქირურგმა სიბნელესა და მტვერში გაუკეთა" - მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექიმის კოლეგამ ჩვენება მისცასაბერძნეთში გრძელდება 36 წლის ქართველი ქალის, დიანა ბერიძის, მკვლელობის საქმის განხილვა.

მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ექიმის კოლეგამ თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ზხეთი ჩვენება მისცა:

– სკლეროთერაპიას არ სჭირდება ანესთეზია. ჩვენ, როგორც ქირურგები, არ ვაკეთებთ ანესთეზიას, ამისთვის ანესთეზიოლოგები არსებობენ. პაციენტს რომ ჩემთვის ანესთეზიის გაკეთება ეთხოვა, ჩემგან უარს მიიღებდა. შეცდომაა ოპერაციის გაკეთება ნასვამ მდგომარეობაში, ვხედავთ, როგორ მთავრდება ეს. ვასკულარული ქირურგი არასოდეს აკეთებს ანესთეზიას. ჩვენ ვაკეთებთ ქირურგიულ ჩარევებს თუმცა, ანესთეზიის გარეშე.

ოთახი, სადაც ქალს მცირე ოპერაცია უტარდებოდა, ამისთვის ძალიან შეუსაბამო იყო. არ იყო აღჭურვილობა, ასევე იყო სიბნელე და მტვერი.

გეორგიანს.გრ

ქართველი ემიგრანტის დიანა ბერიძე-მაცაციდუს მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ექიმი ციხეში ჩასვეს – ტრაგედიის ახალი დეტალები