პუტინი – “ბაბუაჩემი სტალინის მზარეული იყო”

გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს რუსეთში ვიზიტების დროს, ზოგჯერ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთის მისი საყვარელი ლუდი ჩააქვს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამას თავად ვლადიმერ პუტინი ადასტურებს.

„ანგელა მერკელს დროდადრო ჩამოაქვს რამდენიმე ბოთლი რადენბერგული ლუდი“ – აცხადებს პუტინი ანდრეი კონდრაშოვის ფილმისთვის ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ამავე ინტერვიუში ცნობლი ხდება, რომ პუტინის ბაბუა მზარეულად ჯერ ლენინთან, შემდეგ კი, სტალინთან მუშაობდა ერთ-ერთ აგარაკზე, მოსკოვის მახლობლად. მისივე თქმით, გასაოცარია, რომ არც მისი ბაბუის და არც სხვა უფროსი ნათესაობის წარმომადგენელთა მიმართ რეპრესიები არ განხორციელებულა.

– როგორც ჩანს, პირიქით, მათ უფრთხილდებოდნენ, რადგან ესმოდათ, რომ ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ უღალატებდნენ, – განაცხადა პუტინმა.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018