“ზემოხსენებული ყ-ე ზის, ყავას სვამს და თავის კახპასთან ერთად კაიფობს დაუსჯელობით” – ცოტნე გამსახურდიამ სითი პარკი დაიცვა

ცოტნე გამსახურდია სითი პარკზე ატეხილ აჟიოტაჟს ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“სითი პარკის დედაც და მისი შემომყვანისაც, ერო, მაგრამ რომ ჩივით და წუწუნებთ ევაკუაციაზე, ცოტა ტვინი რომ დააყოლოთ, არ გინდათ?

ჯარიმა იყოს, ევაკუაცია – არაო. ჯარიმაც, რაც შეიძლება მცირე უნდათ. ჰოდა, წარმოიდგინეთ სურათი, რომელიც ყველას ბევრჯერ გვინახავს: ვიწრო, ორზოლიან ქუჩაზე ვიღაც გრუზინს უყენია ჯიპი ჩართული ავარიულებით და თვითონ გადათრეულია იქვე, თავის ნაშასთან ყავის დასალევად. და თქვენისთანა ბრძენი მოქალაქეები მოიზლაზნებიან კუს ნაბიჯით, იქმნება საცობი, ათასობით ადამიანი კარგავს დროს, ეკონომიკა – ფულს, ვიღაცას სახლში ეჩქარება ბავშვებთან, ვიღაცას – ავადმყოფთან, ა.შ.

ამ დროს ზემოხსენებული ყლე ზის, ყავას სვამს და თავის კახპასთან ერთად კაიფობს საკუთარი დაუსჯელობით. უკეთეს შემთხვევაში, მოდის მერიის სამსახური და უწერს ჯარიმას – პირობითად, 50 ლარს. ჰმ, დიდი ამბავი, ტიპისთვის ეგ “სემიჩკის” ფულია… სამაგიეროდ ევაკუაცია და მანქანის წამოსაყვანად სირბილი არ მოუწევს. ან ესეც რა დიდი შეღავათია, მაგრამ მაინც.

დიდი ჯარიმები, სიმკაცრე, კანონის წინაშე თანასწორობა, სასჯელის გარდუვალობა – აი, რამ შეიძლება ასწავლოს ხსენებულ ტიპუსებს ადამიანებისთვის ანგარიშის გაწევა, მოქალაქეობრივი, ადამიანური ვალდებულება. ესენი კიდევ – ნეტავ ყველაფერი გააუქმონო. და როდესაც ხალხს ამდენი არ ესმის, ჭეშმარიტად უარეს დღეში უნდა იყოს… მოსეს 40 წელი აქაურობისთვის ალბათ მინიმუმია 😞 თუ დარჩა იქამდე ამ ქვეყნიდან რამე!”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018