ზვიად გამსახურდიას პირად მცველს ცოტნე გამსახურდიამ 3 ტყვია ესროლა – რას ყვება ბაჩუკი გვანცელაძე

ზვიად გამსახურდიას პირადი მცველის თქმით, მას ცოტნე გამსახურდიამ სამი ტყვია ესროლა. პირველი პრეზიდენტის სიკვდილიდან 24 წლის შემდეგ მისი პირადი მცველი კურიერთან აქამდე უთქმელ გარემოებებზე საუბრობს.

ბაჩუკი გვანცელაძე ამტკიცებს, რომ გროზნოში პირად მცველთან სახლში მანანა არჩვაძე-გამსახურდია შვილთან ერთად მივიდა და სთხოვა, პრეზიდენტის მკვლელად მაშინდელი პრემიერი – ბესარიონ გუგუშვილი, დაესახელებინა. უარის შემდეგ კი შვილს დაავალა, რომ პირადი მცველისთვის ესროლა.

ზვიად გამსახურდიას ვაჟი ადასტურებს, რომ მამის პირად მცველს მართლაც ესროლა, თუმცა, უარყოფს, რომ გვანცელაძის დაჭრის დავალება დედამ მანანა არჩვაძე გამსახურდიამ მისცა.

ბესარიონ გუგუშვილი კი საგამოძიებო უწყებას სთხოვს, გამოიძიონ და გაასაჯაროვონ პირველი პრეზიდენტის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიებისას დაშვებული შეცდომები.

ბესარიონ გუგუშვილი გვარებს არ ასახელებს, თუმცა, საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმეს – ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსს, რობიზონ მარგველანს, კარგად ახსოვს, ვინ წავიდა ექსპერტიზის წინააღმდეგ.

სამივე მთავარი მოწმე ამტკიცებს, რომ ექსპერტიზისა და გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, პასუხგაუცემელი კითხვები აღარ დარჩებოდა.

გამსახურდიას პირადი მცველი, რობიზონ მარგველანი, იხსენებს, რომ მინიშნება გროზნოში შესაძლო მოწამვლის შესახებ სიკვდილამდე მას პრეზიდენტმა თავად მიანიშნა.

პრეზიდენტის პირადი მცველი ამტკიცებს, რომ გამსახურდიას მთავარი შეცდომა გროზნოდან საქართველოში დაბრუნება იყო. მარგველანი ამბობს, რომ პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და გურამ აბსნაძემ მიაღებინეს.

პრეზიდენტის მოტყუებით ჩამოყვანასა და ღალატში მისი უახლოესი გარემოცვა სწორედ ზვიად გამსახურდიას მთავრობის ფინანსთა მინისტრს, გურამ აბსნაძეს, ადანაშაულებს. ასევე, ისინი საუბრობენ ლოთი ქობალიაზე, რომელსაც, წესით, პრეზიდენტის უსაფრთხოება უნდა დაეცვა.

სასამართლო სხდომას, რომელმაც პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებები უნდა დაადგინოს, საქართველო 1993 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ელოდება.

რუსთავი 2

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018