თამარ მეარაყიშვილის მიმართ სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

თამარ მეარაყიშვილის მიმართ სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრაახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამჯერად საქმე აღიძრა მუხლით, რომელიც ოფიციალური დოკუმენტების, ჯილდოების, ბეჭდის, შტამპის და ბლანკის გაყალბებას ითვალისწინებს. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

მერაყიშვილს უწყება ახალგორის პროკურატურიდან 20 მარტს ჩააბარეს და მეორე დღეს დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მეარყიშვილმა დაკითხვაზე უარი განაცხადა.

პირველი სისხლის სამართლის საქმე მეარაყიშვილის წინააღმდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ მმართველი, “ერთიანი ოსეთის” პარტიის მიმართ ცილისწამებით მუხლით 2017 წლის აგვისტოში აღძრა. მას შემდეგ დღემდე საგამოძიებო ორგანოებს მეარაყიშვილისთვის არ დაუბრუნებიათ პირადი ჩხრეკის დროს ჩამორთმეული ნივთები, მათ შორის საბუთები, რის გამოც ის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიას ვერ ტოვებს.

მეარაყიშვილის საქმეზე ცხინვალის ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.

მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.