“თაღლაურას”, ”ოქროს კათხას”, ”კრუიზს” და სხვა რესტორნებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩაატარა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. სააგენტოს ინფორმაციით, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა (კრიტიკულია ისეთი შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია). სააგენტომ საწარმოო პროცესი შემდეგ რესტორნებს შეუჩერა:

  • “თაღლაურა”;
  • “ძველი ქალაქი”;
  • “კრუიზი”;
  • “პლაზა ჰოლი”;
  • კაფე კალა”;
  • ოქროს კათხა”;
  • “მუხამბაზი”.

სააგენტოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო  9 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს. დაჯარიმებული კომპანიებს შორის მოხვდა “მწვადიაური” (მიკვლევადობის დარღვევა), “რესტორანი თევზის სახლი” (ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია) , “კერია” (ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია), “ტეხასი” (ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო), “ლაკადა” (ეტიკეტირების წესის განმაორებითი დარღვევა), “ფაიტონი” (ეტიკეტირების წესის განმაორებითი დარღვევა), “ბაბილო” (ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო), “თაშრე” (ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია) და “კახელები” (ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია).

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა 3 რესტორანში. ესენია: “ლუდის მოედანი”, “წისქვილი” და “ჭაშნაგირი”.

ნეტგაზეტი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018