თურქეთში ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა – 10 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ჩრდილოეთში, ოსმანჯიკის რაიონში ავტობუსის მონაწილეობით მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ოსმანჯიკის მერმა ჰამზა კარატაშმა განაცხადა.
– დაშავებულია 18 ადამიანი, აქედან 10-ის მდგომარეობა მძიმეა, – განაცხადა კარატაშმა ტელეარხ NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
თურქული მედია იუწყება, რომ სამგზავრო ავტობუსი, რომელიც სტამბოლიდან თოქათისკენ მიდიოდა, გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი წაეკიდა.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018