ილონ მასკმა ფეისბუქში ტესლას და სპეისიქსის გვერდები წაშალა

ილონ მასკმა ფეისბუქში ტესლას  და სპეისიქსის გვერდები წაშალაკამპანია #deletefacebook მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სოციალურმა ქსელმა 50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გაამჟღავნა.

ილონ მასკმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ მისმა გამომწერებმა მოუწოდეს ამის შესახებ. ბიზნესმენის თქმით, აქამდე არც ჰქონდა გაანალიზებული, რომ სპეისიქსს ჰქონდა ფეისბუქი. მოგვიანებით, მისმა „ფოლოვერებმა“ მას ტესლას ფეისბუქ გვერდის გაქრობაც მოსთხოვეს, რასაც მასკი ასევე დაეთანხმა. მთლიანობაში 2 კომპანიას ფეისბუკზე 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ფეისბუქმა 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები გადასცა დონალდ ტრამთან ასოცირებულ კომპანია Cambridge Analytica-ს. ახალგაზრდა მილიარდერს პასუხების გაცემა შეიძლება კონგრესისა და ევროპარლამენტარების წინაშეც მოუხდეს.

ბიზნესმედია