კალაძე – “10 აპრილიდან სითი პარკთან ხელშეკრულებას ვწყვეტთ”

კალაძე - "10 აპრილიდან სითი პარკთან ხელშეკრულებას ვწყვეტთ"თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სითი პარკთან შეწყვიტოს არებული ხლშეკრულება. კალაძე ამის მიზეზსს ხსნის იმით, რომ კომპანია არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის 10 აპრილიდან შევა და „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია დროებით შეითავსებს.

– დღესდღეობით ნათლად გამოიკვეთა „სითი პარკის“ საზოგადოების ინტერესებთან შეუთავსებლობა. ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კომპანია მასზე დაკისრებულ მოვალეობებს არ ასულებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს გადაწყვეტილება 2018 წლის 10 აპრილს შევა ძალაში, – განაცხადა კახა კალაძემ.