მთვრალ ამერიკელს ტაქსისთვის მისაცემი 1.635 დოლარი სხვამ გადაუხადა

ამერიკელმა კენი ბაჩმანმა ქალაქ მორგანთაუნში წვეულებაზე დალია. შემდეგ ტაქსი გამოიძახა. ის დარწმუნებული იყო, რომ ავტომობილი მას დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტთან მიიყვანდა, თუმცა, მას შეეშალა მისამართი და ნიუ-ჯერსისკენ გაემართა.

მორგანთაუნსა და ნიუ-ჯერსს შორის მანძილი 577 კილომეტრია. ბაჩმანის თქმით, როცა ის გამოფხიზლდა, ნახევარი გზა უკვე გავლილი ჰქონდა და ტაქსმა 1.635 დოლარი დაწერა.

ბაჩმანმა გადაწყვიტა მოეყოლა თავისი ისტორია და მგზავრობის საფასურის გადასახდელად თანხა ქრაუდფანდინგით შეეგროვებინა GoFundMe-ს ვებგვერდზე. თუმცა მას ამ სახის დახმარება არ დასჭირვებია. მისი საფასურის გადახდა კომპანია Eat Clean Bro-მ ითავა, რომელიც ჯანსაღი პროდუქტების მიწოდებით არის დაკავებული. ამ კომპანიამ თავის ქმედება იმით ახსნა, რომ ეს იყო ბაჩმანისთვის გადახდილი მადლობა, რადგან ის ასეთი მთვრალი საჭესთან არ დაჯდა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ მის გადაწყვეტილებას უსაფრთხოდ მიეღწია სახლამდე და მთვრალ მდგომარეობაში არ დამჯდარიყო საჭესთან“, – განაცხადეს კომპანიაში. მისმა დამფუძნებელმა განმარტა, რომ ბაჩმანის ამ გადაწყვეტილებამ სხვა მძღოლების უსაფრთხოება უზრუნველყო.

რაც შეეხება ფულს, რომელიც GoFundMe-ზე შეიკრიბა, ის გადაეცემა ფონდს “დედები არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის წინააღმდეგ“.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018